Accessibility links

logo-print

ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში გუდლაკ ჯონათანი ლიდერობს


ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი გუდლაკ ჯონათანი იმარჯვებს. საარჩევნო უწყების ცნობით მან კონკურენტზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო და გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს. გუდლაკ ჯონათანი ნიგერიის ვიცე-პრეზიდენტი იყო და ქვეყნის სათავეში წინა პრეზიდენტის, უმარუ იარ ადუას სიკვდილის შემდეგ მოვიდა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებდა. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, არჩევნებმა, წინა რამდენიმე წლისგან განსხვავებით, მშვიდ გარემოში ჩაიარა.
XS
SM
MD
LG