Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გამოფენილი ფიროსმანი შესაძლოა მოპარული იყოს


მოსკოვის ანტიკვარული სალონის ექსპოზიციაზე გამოფენილი ნიკო ფიროსმანის "შავი ლომი" შესაძლოა, მოპარული იყოს. სააგენტო "ინტეპრესნიუსს" საქართველოს ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელმა, გია მარსაგიშვილმა უთხრა, რომ ფიროსმანის ეს ტილო გასული საუკუნის 90-იან წლებში სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის, აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოდან მოიპარეს. "თუ ეს სწორედ ის "შავი ლომია", მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ნახატი მოპარულია. თუმცა შესაძლოა, ფოტოს მიხედვით უცნობმა ავტორმა მისი ასლი შექმნა და სწორედ ის არის გამოფენილი მოსკოვში", - თქვა გია მარსაგიშვილმა. აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოს გაქურდვის ფაქტი დაადასტურა თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა, გია ბუღაძემაც.
XS
SM
MD
LG