Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმას ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა


ავღანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, სულ ცოტა ორი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაშავდა დღეს ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. არმიის წარმომადგენლის თანახმად, სამხედრო ფორმიანმა მამაკაცმა, რომელსაც დანაღმული ჟილეტი ეცვა, ცეცხლი გახსნა სამინისტროს ტერიტორიაზე, მოკლა ორი და დაჭრა შვიდი ჯარისკაცი. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომლის თანახმად, თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა.
XS
SM
MD
LG