Accessibility links

სამხრეთკავკასიელი ექსპერტები თბილისში მსჯელობენ


18 აპრილს თბილისში მუშაობა დაიწყო ორდღიანმა კონფერენციამ თემაზე - "აღმოსავლეთი პარტნიორობა სამხრეთ კავკასიისთვის". ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობენ ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მიმართულებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ენერგოუსაფრთხოება, ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან და ხალხთა შორის ურთიერთობა. კონფერენციას სასტუმრო ”ბეტსი” მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG