Accessibility links

logo-print

საქართველოში ამერიკელი სენატორები იმყოფებიან


თბილისში შეხვედრებს მართავს შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კაილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე სენატორები: ჯეფ სეშონი, მაიკლ კრაპო და რონ ჯონსონი. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა "გადატვირთვის პოლიტიკამ" აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე. ამერიკელი სენატორები უკვე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმარი 4 ამერიკელი სენატორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენთან, ოპოზიციისა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებთან. იგეგმება ოკუპირებული ტერიტორიების პირობითი საზღვრის მონახულება. ამერიკელი სენატორები საქართველოს აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვივნენ.
XS
SM
MD
LG