Accessibility links

logo-print

WTO-ს საკითხს რუსეთი და საქართველო მალე მიუბრუნდებიან


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს აპრილის ბოლოს გამართავენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განაცხადა ორშაბათის ბრიფინგზე, შეხვედრა ბერნში 28-29 აპრილს გაიმართება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, თბილისი არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თუმცა ამისათვის უნდა დაკმაყოფილდეს თბილისის მიერ წამოყენებული არაპოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები. თბილისის პოზიცია უცვლელია და ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თემაზე რუსეთისა და საქართველოს მხარეების პირველი შეხვედრა, შვეიცარიის შუამავლობით, მარტის დასაწყისში შედგა.
XS
SM
MD
LG