Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში შენობის დანგრევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა


მარნეულში ამორტიზებული შენობის დანგრევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ნანგრევებში კიდევ ერთი, 18 წლის ახალგაზრდა მოჰყვა, რომელიც გადარჩა და ამჟამად მარნეულის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, მას მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შენობა ყოფილი საკონსერვო ქარხანა იყო და ის მაშინ დაინგრა, როცა მოზარდებს მისი კედლებიდან აგურები მიჰქონდათ. მიმდინარეობს მოკვლევა.
XS
SM
MD
LG