Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს სირიის მთავრობის დასუსტების მცდელობას


აშშ-მა უარყო გავრცელებული ცნობა, რომ ის სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დასუსტებას ცდილობს, თუმცა აღიარა, რომ ის მხარდაჭერას აღმოუჩენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიული რეფორმებისთვის და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერებისთვის იბრძვიან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა განაცხადა, აშშ სირიაში სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან მუშაობს, გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების მიზნითო. ტონერის განცხადებას წინ უძღვოდა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ მიერ მიწოდებულ დიპლომატიურ დეპეშას ეყრდნობოდა და წერდა, რომ აშშ საიდუმლოდ აფინანსებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ოპონენტებს და ანტისამთავრობო ტელეარხ „ბარატა ტი-ვის“, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ევროპაში მცხოვრები სირიელი დისიდენტების ჯგუფ „სამართალსა და განვითარებასთან“. ამ მოვლენების ფონია სირიაში მიმდინარე სასტიკი დაპირისპირება სახელმწიფო ძალებსა და ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეთა შორის.
XS
SM
MD
LG