Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა მატულობს


არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მატულობს. კვლევაში ნათქვამია, რომ მატულობს ინტერნეტის გაკონტროლების მცდელობა. „ფრიდომ ჰაუსის“ ექსპერტების მიერ შეფასებული 37 ქვეყნიდან 11 ”არათავისუფლად” არის მიჩნეული, მათ შორის ბელორუსია, ჩინეთი, კუბა და საუდის არაბეთი. ყველაზე ცუდი ვითარება, მოხსენების მიხედვით, ირანშია, ყველაზე კარგი კი - ესტონეთში. კვლევის მიხედვით საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა. ის კვლავინდებურად ნახევრად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.
XS
SM
MD
LG