Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის პრეზიდენტი ქვეყნის გაერთიანებას გეგმავს


ნიგერიის პრეზიდენტმა, გუდლაკ ჯონათანმა, მოქალაქეებს ერთიანობისაკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას არეულობა მოჰყვა. ჯონათანმა, რომელიც ქრისტიანია და წარმოშობით ნიგერიის სამხრეთიდანაა, დაამარცხა ძირითადი კონკურენტი, მუსლიმანი მუჰამედ ბუჰარი. დამკვირვებლებმა არჩევნები დემოკრატიულად შეაფასეს, თუმცა ნიგერიის მუსლიმანური ჩრდილოეთის მცხოვრებლები გაყალბების შემთხვევებზე ლაპარაკობენ. გუდლაკ ჯონათანი აცხადებს, რომ ნიგერიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის შერიგება მისი უმთავრესი ამოცანაა.
XS
SM
MD
LG