Accessibility links

logo-print

პარლამენტის უმრავლესობა არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 18 აპრილს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის ზოგიერთი ნორმა. კერძოდ, საუბარია ნორმაზე, რომელიც მოქალაქეებს მანიფესტაციის ჩატარებას უკრძალავს ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა სასამართლოს შეფასებას არ იზიარებს, მისი გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელებს არაკონსტიტუციურად აღიარებული ნორმების ახალ რეგულაციაზე. თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობამ დღეს უმრავლესობას მოუწოდა, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და აღიაროს, რომ 2009 წელს, შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის შეცვლით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
XS
SM
MD
LG