Accessibility links

logo-print

პარლამენტმა შეწყვიტა რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმება


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

დღეს პარლამენტმა შეწყვიტა რუსეთთან 2006 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, ”საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ." შეთანხმების შეწყვეტის ინიციატივით პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, ხელშეკრულების გაგრძელება აზრს კარგავს. რუსეთთან შეთანხმების შეჩერების საფუძვლად 2008 წელს განვითარებული მოვლენები და სამხედრო აგრესია დაასახელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გამოყენებით ხდებოდა სომხეთში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ტექნიკითა და პერსონალით უზრუნველყოფა. კალანდაძის განმარტებით, დოკუმენტს ხუთწლიანი ვადა ნოემბერში ეწურება, რის გამოც საქართველო ვალდებულია, 6 თვით ადრე, პარლამენტის შესაბამისი დადგენილების შემდეგ, რუსეთს შეტყობინება შვეიცარიის მეშვეობით გაუგზავნოს. დადგენილება ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ პარლამენტმა საღამოს სხდომაზე დაამტკიცა 84 ხმით.
XS
SM
MD
LG