Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად უკრაინას 550 მილიონი ევრო გამოუყვეს


უკრაინამ 550 მილიონი ევრო შეაგროვა ჩერნობილთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად. კიევში გამართული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის დამთავრებისთანავე ამის შესახებ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. კონფერენცია დღეს გაიმართა - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 25-ე წლისთავზე. დღესვე, უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ აშშ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინას 120-120 მილიონ ევროს გამოუყოფენ. ევროკომისია 110 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია - 40-40 მილიონ ევროზე მეტს. გუშინ ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ფორუმის მსვლელობაში 740 მილიონი ევროს შეგროვებას იმედოვნებდა.
XS
SM
MD
LG