Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მოხდა შეხლა-შემოხლა პოლიციელებსა და ქურთების საპროტესტო აქციების მონაწილეთა შორის


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, გაიმართა საპროტესტო აქციები - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ივნისისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა იმ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც ქურთების მხარდაჭერით სარგებლობენ. ქურთების პარტიამ სახელწოდებით „მშვიდობა და დემოკრატია“ გამოაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. რეგისტრაციაზე უარს ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ხსენებული დამოუკიდებელი კანდიდატები დაკავშირებული არიან ქურთების სეპარატისტულ დაჯგუფებებთან.
XS
SM
MD
LG