Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე, დაიწყო რადიაქტიული წყლის ამოტუმბვა


იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც 11 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, დაიწყო რადიაქტიული წყლის გადატუმბვა მეორე რეაქტორიდან დროებით საცავში. 25 ტონა დაბინძურებული წყლის გადაქაჩვის შემდეგ სადგურის თანამშრომლები რეაქტორების გაცივების სისტემის აღდგენას დაიწყებენ. პირველსა და მესამე რეაქტორებზე არსებული რადიაციული ფონი, რომლის შესახებ ინფორმაციაც რობოტების დახმარებით შეგროვდა, გამორიცხავს იქ ადამიანის საქმიანობას. სპეციალისტთა ვარაუდით, რადიაქტიული წყლის ამოტუმბვის შემდეგ ფონი გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG