Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგი თბილისში ვიზიტს ასრულებს


საქართველოში ვიზიტს ამთავრებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი. დღეს იგი თბილისში შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, რუსთავის საპყრობილეში მყოფ მერაბ რატიშვილსა და ვლადიმერ ვახანიას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ზოგიერთი ორგანიზაცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. საქართველოდან გამგზავრებამდე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გამართავს პრეს-კონფერენციას, რომელიც თბილისის დროით 17 საათზეა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG