Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელი მასწავლებლები ხელფასებს ამ დრომდე ელიან


გალი
გალი
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის პედაგოგები თბილისიდან ხელფასებს ამ დრომდე ელიან. ოკუპირებულ რეგიონში მომუშავე მასწავლებლებს ხელფასს საქართველოს განათლების სამინისტრო კვარტალში ერთხელ უხდის და თანხა 600 ლარს შეადგენს.

რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა შეატყობინა, რომ სამინისტრო ხელფასის გაცემას, მათთვის გაუგებარი მიზეზით, როგორც ახლა, ხშირად აგვიანებს.

იმის გასარკვევად, თუ რატომ დაგვიანდა ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლების ხელფასები, რადიო თავისუფლება გალის განათლების რესურსცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, რომ პედაგოგები ხელფასს აღდგომის დღესასწაულამდე მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, ხელფასები დღეს ჩაირიცხება თუ ხვალ, გალელი მასწავლებლები ამბობენ, რომ ამ თანხას ისინი აღდგომის დღესასწაულისთვის ვერ გამოიყენებენ, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლას და უკან დაბრუნებას თითქმის ორი დღე სჭირდება, დღესასწაულამდე კი მხოლოდ სამი დღე რჩება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში სულ 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 700 პედაგოგი მუშაობს.
XS
SM
MD
LG