Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აიკრძალა „ნატახტრის“ უალკოჰოლო სასმელების გაყიდვა


აზერბაიჯანში აიკრძალა კომპანია „ნატახტრის“ წარმოებული უალკოჰოლო სასმელების გაყიდვა. „თურანის“ საინფორმაციო სააგენტოს მოჰყავს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და პატენტის სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივნის ფაზილ თალიბოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ „ნატახტრის“ ოფიციალური დისტრიბუტორის, აზერბაიჯანის კომპანია „EVE-S“-ის მიერ ნაწარმის მარკირება არ შეესაბამება აზერბაიჯანის კანონმდებლობას. თალიბოვის თქმით, ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, „ნატახტრის“უალკოჰოლო სასმელებში აღმოჩენილ იქნა „Е“ სერიის საკვები დანამატები, რის შესახებაც პროდუქციის ეტიკეტზე არაფერია ნათქვამი. კომპანია „EVE-S“-ს დაევალა, ათი დღის განმავლობაში ამოიღოს გაყიდვიდან „ნატახტრის“ უალკოჰოლო სასმელები და აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში საექსპორტოდ გაიგზავნა 570 ათას დეკალიტრზე მეტი მინერალური წყლები და 840 ათასი დეკალიტრი უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატება.
XS
SM
MD
LG