Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი ანგარიშით წარდგა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების წინაშე


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების წინაშე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2012 წლის დამდეგისთვის ქვეყნის ეკონომიკა საბოლოოდ დააღწევს თავს კრიზისს. მოხსენების მსვლელობაში პუტინი შეეხო, აგრეთვე, სახელმწიფო მართვის სისტემის გარდაქმნასა და სოციალური სფეროს პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს. პრემიერის თქმით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში რუსეთმა უნდა გააორმაგოს საცხოვრებელი ფართის მშენებლობის მოცულობა და უნდა შეამციროს იპოთეკური საპროცენტო განაკვეთები. ამასთანავე, როგორც პუტინმა თქვა, ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს „გაუმართლებელი ექსპერიმენტებისგან“: „ქვეყნისთვის აუცილებელია ათწლეულობით მშვიდი, მდგრადი განვითარება, ყოველგვარი მიდებ-მოდების, დაუფიქრებელი, გაუმართლებელ ლიბერალიზმთან შეზავებული ექსპერიმენტების გარეშე, სოციალური დემაგოგიის გარეშე.“
XS
SM
MD
LG