Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და იტალია ლიბიაში სამხედრო სპეციალისტებს გზავნიან


ლიბია, ქალაქი მისურატა
ლიბია, ქალაქი მისურატა
საფრანგეთი ლიბიაში გზავნის სამხედრო მეკავშირეთა ჯგუფს, რომლის ამოცანა პრეზიდენტ მოამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხებულთა დახმარებაა. ამის შესახებ გამოაცხადა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა ფრანსუა ბარუენმა. მისივე თქმით, მეკავშირეთა ჯგუფი ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში დაეხმარება. ბარუენმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ლიბიაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას. დღესვე იტალიის თავდაცვის მინისტრმა იგნაციო ლა რუსამ გამოაცხადა, რომ ლიბიაში მიავლენს ათ სამხედრო ექსპერტს. გუშინ ლიბიაში 12 სამხედრო კონსულტანტის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უილიამ ჰეიგმა. ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ ატი ალ-ობეიდიმ ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელი სამხედროების ყოფნა მხოლოდ გააუარესებს ვითარებას.
XS
SM
MD
LG