Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, ვიზიტის მიზანი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაცნობა იყო, რადგან საჩივრები ჰქონდა მიღებული და ადგილზე სურდა ვითარების შესწავლა. ”ის საჩივრები, რომლებიც მე თავად პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისაგან მივიღე, ვთვლი, რომ არის ძალიან სერიოზული. თუკი ეს ბრალდებები დადასტურდა, მაშინ ეჭვის ქვეშ დგება საქართველოში სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა” - განაცხადა მან. ჰამარბერგის თქმით, საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას აცნობეს, რომ ქვეყანა მალე სისხლის სამართლის ახალ კოდექსზე დაიწყებს მუშაობას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ზოგიერთი ის საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს. სააგენტო სივილ ჯორჯია ჰამარბერგის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათ შორის არის „მკაცრი განაჩენების“ და „ძალიან ცოტა გამამართლებელი ვერდიქტების“ საკითხები.
XS
SM
MD
LG