Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბი-პი” შარშანდელი ავარიის გამო ორ კომპანიას უჩივის


მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიიდან ერთი წლისთავზე კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი” ორ კომპანიას სასამართოში უჩივის. ”ბი-პი” ამტკიცებს, რომ მათი გულგრილობა ავარიის ხელშემწყობი ფაქტორი იყო. ”ბი-პი” უჩივის ბრიტანეთში დაფუძნებულ ფირმა ”ტრანსოუშენს”, რომელიც 2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში ავარიით დაზიანებული პლატფორმის მფლობელია და მისგან 40 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს. ”ბი-პის” მტკიცებით, ”ტრანსოუშენმა” ვერ უზრუნველყო პლატფორმაზე უსაფრთხოების სისტემების სათანადო მუშაობა. ”ბი-პი” უჩივის აგრეთვე ”კამერონ ინტერნეიშენალს”, რომლის დამზადებულიც იყო პლატფორმის აფეთქების ხელისშემშლელი მექანიზმი. ”ბი-პის” მტკიცებით, არ იმუშავა მექანიზმმა, რომელსაც აფეთქების შემდეგ დიდი რაოდენობის ნავთობის გაჟონვის შეჩერება უნდა უზრუნველეყო. შეგახსენებთ, მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის ჭაბურღილზე შარშანდელი აფეთქებისას, 11 ადამიანი დაიღუპა და ზღვის ფსკერზე 4,9 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა.
XS
SM
MD
LG