Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში არალეგალურად შეტანილი ”ბორჯომის” აღმოსაჩენად მუშაობას განაგრძობენ


ბელორუსიიდან რუსეთში არალეგალურად შეტანილი ქართული მინერალური წყლის ”ბორჯომის” აღმოსაჩენად შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობას განაგრძობენ, - განუცხადა დღეს სააგენტო “ინტერფაქსს” რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე თქმით, რუსეთში აკრძალული ”ბორჯომის” დიდი პარტია უკვე აღმოჩენილია მოსკოვსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. მანამდე ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყალი არალეგალურად შეაქვს მინსკში არსებულ კომპანია ”კლასიკურ ღვინოებს”. თავის მხრივ, ამ კომპანიის მმართველმა ვალერი ნავროტსკიმ ონიშჩენკოს მტკიცება უარყო და დღეს “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ”კლასიკური ღვინოები” მხოლოდ ბელორუსიის ტერიტორიაზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG