Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯამბოლათ თედეევს რუსეთი დაიცავს


რუსეთი დაეხმარება და დაიცავს მის მოქალაქეს, მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლათ თედეევს, რომლის მიმართ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ამის შესახებ დღეს სააგენტო ”რია-ნოვოსტის” განუცხადა მოსკოვის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოს მთავარმა მრჩეველმა ოლეგ ლოგინოვმა. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ თედეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 20 აპრილს აღძრა, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯაროდ შეურაცხყოფის მუხლით. ადგილობრივი სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ 18 აპრილს, ცხინვალში მყოფმა თედეევმა მილიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მისი და თანმხლები ავტომანქანების შეჩერების მცდელობა კი, ლამის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG