Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა


დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა და ”ეროვნული საბჭოს” წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობენ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობაზე, რასაც ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია. დღევანდელი საპროტესტო აქციის მონაწილეთა მტკიცებით, საცხოვრებლებიდან უკანონოდ გამოსახლებული და უსახლკაროდ დარჩენილი დევნილების რაოდენობა 5 000 აღწევს.
XS
SM
MD
LG