Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტში იმსჯელეს უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ ვარიანტზე


ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ ვარიანტზე დღეს საქართველოს პარლამენტში იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა. საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ლაშა დარსალიას განმარტებით, დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ”2008 წელს რუსეთის აგრესიის მიზანი იყო როგორც ქვეყნის ოკუპაცია და მარიონეტული რეჟიმების აღიარება, ასევე საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა”. კონცეფციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში რუსეთის აგრესიის მიზნად დასახელებული იყო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG