Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზი პარლამენტარები „ბოროტ ძალებს“ მსხვერპლის შეწირვით დევნიან


ყირგიზმა კანონმდებლებმა დღეს 7 ცხვარი დააკვლევინეს პარლამენტის შენობიდან „ბოროტი სულების“ განდევნის მიზნით. როგორც ყირგიზეთის პარლამენტის პრესოფიცერი შაირბეკ მამატოკტოროვი იუწყება, ცერემონიას თითქმის მთელი საკანონმდებლო ორგანო ესწრებოდა. პარლამენტართა გადაწყვეტილებით დაკლული ცხვრების ხორცი დაუნაწილდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და ღრმა მოხუცებს. სამი პარტიისაგან შექმნილი მყიფე საპარლამენტო კაოალიცია ყირგიზეთის პარლამენტში ხშირად კინკლაობს და როგორც იუწყებიან, დაშლის პირასაა.
XS
SM
MD
LG