Accessibility links

logo-print

ერაყში სიკვდილი მიუსაჯეს სამ ჯაშუშს


ერაყის უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ქვეყნის სპეცსამსახურების ყოფილ სამ თანამშრომელს, რომლებიც დამხობილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის დროს სხვადასხვა საიდუმლო დავალებას ასრულებდნენ. გამოძიების მასალების თანახმად, ჯაშუშებს ბრალი მიუძღვით ცნობილი ერაყელი პოლიტიკური მოღვაწის, თალებ ალ ტამიმის მკვლელობაში. ტამიმი, რომელიც სადამ ჰუსეინის გადაყენებას მოითხოვდა, 1994 წელს ბეირუთში მოკლეს. სადამ ჰუსეინის გარემოცვის ორ წევრს, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელსა და ექსდიქტატორის კანცელარიის თანამშრომელს სასამართლომ ხუთშაბათს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG