Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დღეს რამდენიმე ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელთა მიხედვით ქვეყანაში დასრულდა საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდა სახელმწიფო უშიშროების სასამართლოები და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება მიეცათ. საგანგებო მდგომარეობის დასრულებაზე მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა თანხმობა. 48 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელსაც უკვე თქვეზე მეტია ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები აყენებენ. უფლებადამცველების ცნობით, აქციების დაწყების შემდეგ 200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG