Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 22 ადამიანია მოკლული საჰაერო თავდასხმის შედეგად


პაკისტანის უშიშროების უწყების თანახმად, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის შედეგად პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში სულ ცოტა 22 ადამიანია მოკლული. აღნიშნული რეგიონი ავღანეთის საზღვართან მდებარეობს და ალ-ყაიდისა და თალიბანის მებრძოლთა თავშესაფრად არის ცნობილი. სახლი, რომელიც დღეს საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა, მეამბოხეთა თავშესაფრად იყო მიჩნეული. თუმცა, პაკისტანის ხელისუფლების თანახმად, დაღუპულთა შორის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც იყო. ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე პაკისტანის არმიის სარდალმა გენერალმა აშფაყ პერვეზ კაიანიმ განაცხადა, რომ ამერიკელთა საჰაერო თავდასხმებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა საზოგადოების აღშფოთებას იწვევს და აკნინებს პაკისტანის ხელისუფლების ანტიტერორისტულ მცდელობებს. პაკისტანის ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხუთშაბათს ავღანეთის საზღვართან ახლოს, საკონტოლო-გამშვებ პუნქტზე მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად 14 სამხედრო დაიღუპა.
XS
SM
MD
LG