Accessibility links

logo-print

გეითსი ავღანეთში გადამწყვეტი მომენტის დადგომას ვარაუდობს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცის მინისტრის რობერტ გეითსის თქმით, ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ომში, წლის ბოლოს, შესაძლოა გადამწყვეტი მომენტი დადგეს. ვაშინგტონში ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გეითსმა აღნიშნა, რომ მიერ ბოლო თვეებში განხორციელებული ოპერაციების შედეგად შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ძალებმა თალიბთა რაზმები განდევნეს იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისინი ადრე აკონტროლებდნენ. ამერიკის თავდაცვის მინისტრის თქმით, თუკი მოხდება იმის პრევენცია, რომ თალიბებმა ვეღარ შეძლონ დაკარგული პოზიციების დაბრუნება და თუკი ავღანეთის მთავრობა შემდგომშიც გააფართოვებს კონტროლს აღნიშნულ რეგიონებზე, - მაშინ 2011 წლის ბოლოსათვის, გეითსის თქმით, დაიწყება „რთული ვითარებიდან გამოსვლა.“ მიმიდნარე წლის ივლისში ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ავღანეთიდან გაიყვანოს იმ სამხედრო ძალების ნაწილი, რომლის საერთო რაოდენობა იქ 100 ათას ჯარისკაცს აღწევს.
XS
SM
MD
LG