Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა


ინდონეზიის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, გაძლიერდეს უსაფრთხოების ძალების მორიგეობა ქვეყანაში არსებულ ქრისტიანულ ტაძრებთან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯაკარტის მახლობლად მდებარე კათედრალურ ტაძარში პოლიციამ 9 ბომბი აღმოაჩინა. ბომბების კვალზე პოლიცია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვის პირის შემდეგ გავიდა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა კიდევ 18 ეჭვმიტანილი პირი, რომლებსაც შესაძლოა განზრახული ჰქონდათ ქრიტიანულ ტარძებზე იერიშების განხორციელება, წითელ პარასკევსა და აღდგომის დღესასწაულებზე. ინოდენეზია მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას მუსლიმანური მოსაოხლების როადენობით, თუმცა ოფიციალურად ინდონეზია სეკულარული ქვეყანაა. 2000 წლიდან მოყოლებული ინდონეზიაში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა, რომლის უკან, როგორც აცხადებენ, ისლამისტი ექსტრემისტები იდგნენ.
XS
SM
MD
LG