Accessibility links

logo-print

სირიაში მრავალათასიანი მიტინგები განახლდა


თვითმხილველთა ინფორმაციით, ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობს ანტსამთავრობო დემონსტრაციებში მთელი სირიის მასშატაბით. ადამიანი უფლებათა აქტივისტები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ ქლაქ ჰამაში და ცენტრალურ-ქალაქ ჰომსში უსაფრთხოების ძალებმა საბრძოლო ტყვიები გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. გავრცელებული ინფორმაციებით, სპეცდანიშნულების ნაწილებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს 2000 კაციანი დემონსტრაციის გასარეკად. დამასკოს გარეუბანში დემონსტრანტების მოთხოვნები იყო მთავრობის გადადგომა და „რეჟიმის დასასრული.“ თუმცა, ინფორმაციების გადამოწმება ჭირს, რადგან სირიაში აკრძალული აქვთ მუშაობა დასავლეთის მეიდა-საშუალებებს. დღევანდელი გამოსვლები გაიმართა სირიის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, რათა გაუქმებულიყო საგანგებო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში 48 წლის განმავლობაში მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG