Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მემბოხეებმა მისრათაში წინ წაიწიეს


ლიბიელი ამბოხებულები ახორციელებენ მუამარ კადაფის მომხრე ძალების შევწიროვებას ქალაქ მისათაში, რომელიც ქვეყნის დასავლეთში ამბოხებულთა მთავრ საყრდენ პუნქტად ითვლება. ქუჩის ბრძოლების შედეგად განადგურებულია მრავალსართულიანი სახლის სახურავებზე ჩასაფრებული სნაიპერები. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ჩავიდა. მაკკეინი პირველი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელმაც ადგილზე გამართა მოლაპარაკებები ამბოხებულთა ლიდერებთან. „მათ სჭირდებათ უფრო მეტი დახმარება. მათ სჭირდებათ მეტი საავიაციო მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უნიკალური შესაძლებლობები ამისათვის, რაც ჩვენ უნდა განვაახლოთ, მემაბოხეებს სურთ, რომ ისინი აღიაროთ,“- განაცხადა ბენღაზიში მყოფმა მაკკეინმა, რომელმაც ამბოხებულებს "გმირები" უწოდა. ხუთშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კადაფის რეჟიმის სამხედრო ობიექტებსა და ჯარებზე საავიაციო იერიშები უპილოტო თვითმირინავებიდანაც განხორციელდება.
XS
SM
MD
LG