Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში შეტაკებებში 5 კაცი დაიღუპა


თვითმხილველთა ინფორმაციით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრაციების ძალით დაშლის შედეგად. ათასობით დემონსტრანტი მონაწილეობდა სირიის ქუჩებში გამართულ მრავალრიცხოვა ანტსამთავრობო დემონსტრაციებში. ადამიანის უფლებათა აქტივისტები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ ქლაქ ჰამაში და ცენტრალურ-ქალაქ ჰომსში უსაფრთხოების ძალებმა საბრძოლო ტყვიები გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად. გავრცელებული ინფორმაციებით, სპეცდანიშნულების ნაწილებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს 2000 კაციანი დემონსტრაციის გასარეკად. დამასკოს გარეუბანში დემონსტრანტების მოთხოვნები იყო მთავრობის გადადგომა და „რეჟიმის დასასრული.“ თუმცა, ინფორმაციების გადამოწმება ჭირს, რადგან სირიაში აკრძალული აქვთ მუშაობა დასავლეთის მეიდა-საშუალებებს. დღევანდელი გამოსვლები გაიმართა სირიის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, რათა გაუქმებულიყო საგანგებო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში 48 წლის განმავლობაში მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG