Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში აქციები გამართეს პრეზიდენტის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა


იემენის რამდენიმე ქალაქში პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მოწინააღმდეგეები და მომხრეები შეიკრიბნენ მეჩეთებში პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ. იანვრიდან მოყოლებული, იემენში იმართება საპროტესტო აქციები სალეჰის 32-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. დღეს მისი ათასობით ოპონენტი შეიკრიბა დედაქალაქ სანააში. რამდენიმე კილომეტრში კი სალეჰის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართა.
XS
SM
MD
LG