Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სირიაში 70-ზე მეტი დემონსტრანტი დახოცეს


ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ ცნობით, უშიშროების ძალებმა 72 ადამიანი მოკლეს და ასობით კაცი დაჭრეს სირიის რამდენიმე ქალაქში გამართული საპროტესტო გამოსვლებისას. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთაგან ათი ადამიანი მოკლულია სამხრეთში მდებარე დარაას პროვინციაში. სულ ცოტა, ორი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია ჩატარდა დედაქალაქ დამასკში. ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ დამოუკიდებელი წყაროები, რადგან სირიიდან გაძევებული არიან ჟურნალისტები და შეზღუდულია კონტაქტი იმ ადგილებთან, სადაც გამოსვლები იმართება. დღევანდელი დემონსტრაციები ჩატარდა მიუხედავად პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის გასული კვირის გადაწყვეტილებისა, ბოლო მოუღოს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც 48 წელი მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG