Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდ-კამბოჯის საზღვარზე მორიგი შეტაკება მოხდა


ტაილანდსა და კამბოჯას შორის გამწვავდა კონფლიქტი, რომელსაც საერთო საზღვრის გარშემო უთანხმოება იწვევს. ორი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა საზღვარზე პარასკევს მომხდარი ურთიერთსროლის შედეგად. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ დაძაბულობის გამწვავებაში, ამავე რეგიონში თებერვალში მომხდარი შეტაკებების შემდეგ. უთანხმოებას იწვევს სასაზღვრო რეგიონში მდებარე ინდუისტური ტაძარი. ტაილანდიც და კამბოჯაც პრეტენზიას აცხადებენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საერთაშორისო სასამართლოს 1962 წლის გადაწყვეტილებით, ტაძარი კამბოჯას ეკუთვნის, მაგრამ მხარეები კვლავაც დავობენ საზღვრის დემარკაციაზე.
XS
SM
MD
LG