Accessibility links

logo-print

გაჩიანში სტიქიის შედეგებს კვლავ ებრძვიან


სოფელ გაჩიანში ჩავიდა, სადაც უკვე მეორე დღეა ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მეცნიერების ინსტიტუტის სპეციალისტები ადიდებული მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრებას ცდილობენ. დღეს სტიქიის ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად ჩავიდა. გუშინ მდინარე მტკვარმა კალაპოტი იცვალა და გაჩიანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები წალეკა. საფრთხე ემუქრება საცხოვრებელ სახლებსაც. ცხრა მათგანს გუშინ მდინარემ საძირკველი დაუზიანა. როგორც რამაზ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საცხოვრებელი სახლებს საფრთხე არ დაემუქროს და სოფელი არ დაიტბოროს.
XS
SM
MD
LG