Accessibility links

logo-print

ავღანეთში ორი პოლიციელი მოკლეს


ორი პოლიციელი დაიღუპა და ორიც დაიჭრა აღმოსავლეთ ავღანეთში განხორციელებული დივერსიული აქტის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნანგარჰარის პორვინციაში მომხდარი თავდასხმა „მშვიდობისა და სტაბილურობის მტრებმა“ მოაწყვეს. ეს გამოთქმა ხშირად გამოიყენება ოფიციალურ განცხადებებში თალიბების დასახასიათებლად. დღესვე ნატომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უვნებლად გადარჩა ეკიპაჟი იმ შვეულმფრენისა, რომელმაც ქაბულის მახლობლად განიცადა კატასტროფა. მანამდე თალიბების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შვეულმფერნი მათმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს, ხოლო ეკიპაჟის წევრები დახოცეს.
XS
SM
MD
LG