Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში კვლავ დახოცეს დემონსტრანტები


სირიაში მიმდინარე საპროტეტსო აქციის მონაწილები იტყობინებიან, რომ სახლების სახურავებზე მყოფმა სამთავრობო ჯარის სნაიპერებმა ცეცხლი აგუხსნეს დემონტსრანტებს. მათი ინფორმაციით სულ მცირე ექვის დემონსტრანტი. იტყობინებიან, რომ სროლას ადგილი ჰქონდა ქალქებში ეზრეჰსა და დოუმაში. ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება. დღეს სირიაში პარასკევს მოკლული დემონსტრანტების დაკრძალვა სამგლოვიარო დემონსტრაციებით აღინიშნა. როგორც იუწყებიან, სირიის უსაფრთხოების ძალებმა პარასკევს 90-მდე ადამიანი დახოცეს, საპროტესტო დემონსტრაციის სასტიკი ძალით ჩახშობის შედეგად. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლად შეწყვიტოს სისხლიანი დარბევა და ყურად იღოს საკუთარი ხალხის მოთხოვნები.
XS
SM
MD
LG