Accessibility links

logo-print

ირანი მზად არის ეგვიპტესთან კავშირების განსაახლებლად


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ მოუწოდა ეგვიპტეს გადადგას „გაბედული ნაბიჯი“ თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობის განსაახლებლად. მინისტრის სიტყვები ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ მოჰყავს. ირანმა ეგვიპტესთან დიპლომატიური კავშრები 1980 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ გაწყვიტა. ამ თვის დასაწყისში, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ ალ-არაბიმ განაცხადა, რომ კაირო მზად არის „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს ირანთან ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG