Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა მიხაილ კოზაკოვი


76 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი, რუსეთის სახალხო არტისტი მიხაილ კოზაკოვი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კოზაკოვს ისრაელში მკურნალობდნენ. რუსეთისა და ისრაელის თეატრებში კოზაკოვმა დადგა რამდენიმე ათეული სპექტაკლი, შეასრულა მთავარი როლები ასზე მეტ სპექტაკლსა და კინოფილმში. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო და დადგა ორ ათეულამდე კინოფილმი და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის "უსახელო ვარსკვლავი", "პოკროვის ჭიშკარი", "ფაუსტი", "ქალბატონის ვიზიტი" და სხვა.
XS
SM
MD
LG