Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალურად ცნობილი ამერიკელი მღვდელი მცირე ხნით დააკავეს


ამერიკის შტატ მიჩიგანში ცოტა ხნით დააპატიმრეს მღვდელი, რომელიც საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდა ქალაქ დირბორნში განალდებული მეჩეთის წინ. მოსამართლემ, მღვდელი ტერი ჯონსი ერთსაათაინი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა, თუმცა სამი წლით აუკრძალა მეჩეთთან ახლოს მისვლა. ტერი ჯონსმა 20 მარტს საჯაროდ დაწვა ყურანი ფლორიდის შტატის ეკლესიაში. მასობრივ საპროტესტო გამოსვლებისას, რაც ყურანის წიგნის დაწვას მოჰყვა ავღანეთში, სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა. მათ შორის გაეროს მისიის 7 თანამშრომელი ქალაქ მაზარი-შარიფში.
XS
SM
MD
LG