Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალეჰი თანახმაა გადადგეს 30 დღის განმავლობაში


იემენის სახელმწიფო ტელევზიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი დათანხმდა წინადადებას, არაბეთის ყურის სახელმწიფოების მედიატორობით გადადგეს 30 დღის განმავლობაში და ძალაუფლება გადასცეს მის მოადგილეს, ხელშეუხებლობის იმუნიტეტის სანაცვლოდ. იემენის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის ეს თანხმობა მედიატორებს დღეს გადასცა. ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“ მოჰყავს იემენის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლის ტარიქ შამის სიტყვები, რომელშიც დადასტურებულია ასეთი თანხმობის არსებობა. იემენის ოპოზიცია აცხადებს, რომ მიესალმება მთავრობის ასეთ მზადყოფნას, თუმცა აცხადებს, რომ არ ეთანხმება მედიატორთა მთავარ ელემენტს: სალეჰის და მისი ოჯახს მიეცეს გარანტია, რომ არ მიეცემიან პასუხისგებაში.
XS
SM
MD
LG