Accessibility links

logo-print

ობამამ სომეხთა ტრაგედიას კვლავ არ უწოდა გენოციდი


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამეხმაურა სომეხთა მასობრივ მკვლელეობას ოსმალეთის იმპერიაში. წერილობით განცხადებაში, ობამა აღნიშნავს, რომ მილიონნახევარი სომეხი წარმოშობის ადამიანის მკვლელობას 1915 წელს „მე-20 საუკუნის ყველაზე საზარელი სისასტიკე იყო.“ თუმცა ზედიზედ მესამე წელია, რაც ობამა გაურბის ტერმინ გენოციდის გამოყენებას ამ ტრაგიკულ ფაქტთან მიმართებით, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, რომ სწორედ ამ ტერმინს იხმარდა. თავის მხრივ ამერიკის სომეხთა ასამბლეა, რომელიც ამერიკული-სომხური ურთიერთობის განვითარებაზე მუშაობს, ობამას ამ განცხადებას "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას" უწოდებს.
XS
SM
MD
LG