Accessibility links

logo-print

სირიის უსაფრთხოების ძალებმა 12 დემონსტრანტი დახოცეს


სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა სიარიაში მომხდარი ძალადობის შედეგად. შაბათს დამასკოს გარეუბანში, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებმაც სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყვეს პარასკევს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის პატივსაცემად. პარასკევი სირიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ქვეყანაში მიმდინარე ერთთვიანი დემონსტრაციების განმავლობაში, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგომას მოითხოვენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო პარასკევს მომხდარი ძალადობა სირიაში და ბრალი დასდო ასადს, რომელიც დახმარებას ირანისაგან მოელის. სირიის მთავრობამ უაჰყო ობამას ბრალდება, რომლიც დამასკოს თქმით არ ემყარება „ობიექტურ ხედვას,“
XS
SM
MD
LG