Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ


მთელი მსოფლიოს ქრისტიანები კვირას ზეიმობენ იესოს ქრისტეს აღდგომას, რომელიც სახარების მიხედვით ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღსდგა. რომის პაპმა ბენედიქტე მე-16 სააღდგომო წირვა რომის წმინდა პეტრეს ტაძარაში აღასრულა და შემდეგ მორწმუნეებს მიმართა ყოველწიური ქადაგებით „ურბი ეთ ორბი“ (ქალაქსა და მსოფლიოს). სააღდგომო წირვა და ლიტურგია ჩატარდა საქართველოს მართლმადიდებელ ტარძებში. სიონის საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა საქართველო კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. სააღდგომო წირვას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. სიონის ტაძარში წაიკითხეს ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე, რომელშიც საქართველოს პატრიარქმა ისაუბრა ქართველების და აფხაზების, ქართველებისა და ოსების სულიერ ერთიანობაზე. ილია მეორემ აღდგომა მიულოცა საქართველოში და მის გარეთ მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ქრისტიანს.
XS
SM
MD
LG