Accessibility links

აბდულა საჰელი გადადგომას არ თანხმდება


იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი ამბობს, რომ ხელისუფლებსი ნებიესმიერი გადაცემა უნდა მოხდეს კონსტიტუციურად და ძალაუფლება არ გადაეცემა პირდაპირ დემონსტრანტებს. „ბიბისისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მრავალკვირიან საპროტესტო დემონსტრაციები „შეთქმულებად“ მონათლა. თუმცა, შაბათს იემენის მმართველმა პარტიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სალეჰი დათანხმდა სპარსეთის ყურის საბჭოს წინადადებას, ხელისუფლება 30 დღის განმავლობაში მის მოადგილეს გადასცეს. დღეს იემენში კვლავ გაიმართა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა სალეჰიმ პოსტი დაუყოვნებლად დატოვოს.
XS
SM
MD
LG