Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარის ციხიდან 500-მდე პატიმარი გაიქცა


კვირას ღამით 500-მდე პატიმარი გაიქცა ავღანეთის სამხრეთში მდებარე ყანდაარის ციხიდან მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით. გაქცეულთა დიდი ნაწილი თალიბანის მეომრები არიან. ციხის ადმინისტრაციის ცნობით, გვირაბი ათეულობით მეტრი სიგრძის არის. თალიბანის წარმომადგენელთა ინფორმაციით კი, გვირაბის თხრა თალიბებმა 5 თვის წინ გარედან დაიწყეს. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, გაქცეულთაგან 100-მდე პირი თალიბი საველე მეთაურები იყვნენ. ყანდაარის ციხიდან 2008 წელს 1000-მდე პატიმარი გაიქცა მას შემდეგ, რაც თალიბმა მეამბოხეებმა მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით ციხის კარი გააღეს.
XS
SM
MD
LG